მშვიდობიანი დღეები

ფსიქოლოგიური / დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1918 მეტრი, 70 წუთი

გამოშვების წელი: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: ომარ გვასალია
სცენარის ავტორი: ალექსანდრე სტრახოვი , ომარ გვასალია
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: მანანა ყარალაშვილი , ნელი ქრისტესაშვილი

მიშიკო კახიანი ოჯახურ ტრადიციას არ უღალატებს და მშენებელი გახდება. რუსეთში სამშენებლო ბრიგადას ხელმძღვანელობს. სადაც ბალტიისპირელ ბავშვიან ქალს, მარიას დაუახლოვდება. მარიასთან ურთიერთობა საზოგადოებაში გარკვეულ წინააღმდეგობებს შეუქმნის, მაგრამ მიშიკო ჭორებს ყურს არ უგდებს. როდესაც მამის ავადმყოფობის ცნობას მიიღებს, თბილისში მარიასთან და ბავშვთან ერთად გამოემგზავრება. მამას ცოცხალს ვერ ჩამოუსწრებს. მარიას, როგორც ცოლს, ოჯახში დატოვებს და ობიექტის დასამთავრებლად რუსეთში დაბრუნდება.