როცა აყვავდა ნუში

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2079 მეტრი, 75 წუთი

გამოშვების წელი: 1972 , პრემიერა: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ზაირა არსენიშვილი , ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ქეთევან თაღნიაშვილი

მეათეკლასელ ზურას, რომელიც მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი ველოსიპედისტთა შეჯიბრებიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, იმასაც მოახერხებს, რომ ზურას შეჯიბრში გამარჯვებულად სცნობენ. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნოდა. ხათუნა ზურას ამ საქციელისთვის შეარცხვენს. ამხანაგებთან და საყვარელ გოგონასთან დაპირისპირებით გაღიზიანებული ზურა საჭეს ვერ დაიმორჩილებს, მანქანა გადაბრუნდება და მის გვერდით მჯდომი თანაკლასელი, ლექსო დაიღუპება. შვილი რომ პასუხისგებისგან იხსნას, ზურას მამა ცდილობს ავარია დაღუპულს მიაწეროს. შვილი პირველად აუმხედრდება მამას, მის გავლენას თავს დააღწევს და დანაშაულის აღიარებას გადაწყვეტს.