ჩერმენი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2793 მეტრი, 101 წუთი

გამოშვების წელი: 1970

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: გრიგოლ პლიევი , ალექსანდრე მიშარინი , ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ილია გაბარაევი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი , შალვა აფაქიძე
მონტაჟი: მარიამ ფრიდონოვა

მტერი ნახირს გაიტაცებს. ჩერმენი დაჭრილ მეგობართან ერთად მთიდან ძლივს ჩამოაღწევს. მოხუცი ხაჯი დაადანაშაულებს, რომ მტრის წინააღმდეგ თოფი ერთხელაც არ გაუსვრია და ჩერმენს, როგორც ადათი მოითხოვს, სოფლიდან გააძევებენ. გადახვეწილი ჩერმენი შიშველი ხელით მოგუდავს ვეფხვს და გზად მიმავალ მხედარს გადაარჩენს. სიმამაცისთვის სოფელი დანაშაულს აპატიებს... ხაჯი, რომელიც ხანჯლის ტყორცნაში გამარჯვებულს თავისი ქალიშვილის, აზაუს ხელს დაპირდება, სიტყვას ვერ გატეხს და ქალს ჩერმენს მისცემს. ქორწილს მტრის თავდასხმის ცნობა წამოშლის, ჩერმენი საომრად მიდის. ბრძოლიდან შინ დაბრუნებულს მოშურნე ზურგიდან ესვრის და მოკლავს.