ვედრება

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2126 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1967 , პრემიერა: 1968

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე , რეზო კვესელავა , თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვლადიმერ პოლიკარპოვი
მონტაჟი: ლუსია ვარტიკიანი
ფესტივალები და პრიზები:
1973

გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, იტალია

ხევსურმა ალუდამ ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.


გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივების მიხედვით