უყაიმო თამაში

სათავგადასავლო  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2739 მეტრი, 99 წუთი

გამოშვების წელი: 1966 , პრემიერა: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: იური ქავთარაძე
სცენარის ავტორი: ლევან ალექსიძე , კონსტანტინე ისაევი , იური ქავთარაძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: გრიგოლ ტყაბლაძე (პოლკოვნიკი) , გიული ჭოხონელიძე (მაიორი) , იმედა კახიანი (კაპიტანი) , მ. ქავთარაძე (ნათელა) , მეგი კეჟერაძე (ლიკა) , ლია გუდაძე (დალი) , რობერტს ლიგერსი (დელფინი) , ვალდემარ აკურატერსი (არქეოლოგი) , ტრისტან ყველაიძე (რეზო) , თენგიზ დაუშვილი (ლეიტენანტი) , ანატოლი სმირანინი (პროფ.ბერნარი) , შალვა გედევანიშვილი (ნუმიზმატი) , გიორგი გაბელაშვილი (მამინაცვალი–რეზიდენტი) , ბორის წიფურია (მაღაზიის დირექტორი) , ალფრედ ვიდენიექსი (კოოლი) , ნ. ჯუღელი , ალექსანდრე კვალიაშვილი , დუდუხანა წეროძე , გრიგოლ წიტაიშვილი , გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (არქეოლოგი) , ივანე გვინჩიძე , ა. ბოკუჩავა

მესაზღვრეები უცხოეთის მოქალაქეს დააკავებენ, რომელიც თავს სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელად გაასაღებს, საზღვრის დარღვევის მიზეზად კი უამინდობას და ნისლს დაასახელებს. "არქეოლოგი" რეზიდენტთან კავშირის დასამყარებლად შემოგზავნილი უცხოეთის დაზვერვის ჯაშუში აღმოჩნდება.