სალამური

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 1060 მეტრი, 38 წუთი

გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე , ოთარ აბესაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დუბინსკი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი , ბუდუ სირბილაძე
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი , ალექსანდრე გალპერინი
მონაწილეობენ: ქ. ობგაიძე (ბუდულა) , ვასილ ლაფერაშვილი (კოკა) , რ. გორგაძე (სანდალა) , ჯ. კასრაძე (დანდალა) , ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (პაპა სტეფანე)

კოკა თანასოფლელ ბიჭებს თავს ველოსიპედით აწონებს. ისინიც, ველოსიპედით მონუსხულები, გულუბრყვილოდ ემსახურებიან "ყველაზე ჭკვიან, ყველაზე ღონიერ" კოკას. მოჯადოებულთა რიცხვში ყოფნა მხოლოდ კოტეს არ სურს. ის სალამურზე დაკვრით მოხიბლავს ბავშვებს და კოკას ბატონობას ბოლოს მოუღებს. ბიჭებიც მიხვდებიან, რომ თავი არ უნდა დაიმცირონ.


გადაღებულია ბ. ბარდაველიძის მოთხრობა "ველოსიპედის" მიხედვით