ხევისბერი გოჩა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2446 მეტრი, 88 წუთი

გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 1965

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი , არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

გუგუა ქორწილში ხელისმომკიდედ თავის ძმადნაფიცს, ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის საქციელით შეძრული ხევისბერი გოჩა ონისეს საკუთარი ხელით მოკლავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.


გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.