თეთრი ქალიშვილი

კინონოველა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 852 მეტრი, 31 წუთი

გამოშვების წელი: 1962 , პრემიერა: 03.12.1963

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: მამია მალაზონია
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონაწილეობენ: მ. გორდელაძე (ნათია) , ი. ბურჭულაძე (ბაჭუა) , მერი დავითაშვილი (თებრო)

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბაჭუას მშობლიურ სოფელში ბრიგადირად აირჩევენ. იგი თავის სკოლის ამხანაგს, ავადმყოფ და კარჩაკეტილ ნათიას მოინახულებს და დაარწმუნებს, რომ თუკი მოინდომებს, გამოჯანმრთელებას შეძლებს. ბაჭუას სიტყვები ნათიას იმედით აავსებს. ნებისყოფას მოიკრებს, ავადმოფობას დაძლევს და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება.


გადაღებულია ოტია იოსელიანის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით