ალავერდობა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 1420 მეტრი, 52 წუთი

გამოშვების წელი: 1962 , პრემიერა: 30.12.1963

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი , გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გოგი ოჩიაური
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

გურამი უძველესი რელიგიური დღესასწაულის, ალავერდობის სანახავად კახეთში ჩადის. იმედი აქვს, რომ დიდებულ სანახაობას – ცხენოსანთა ჯირითს, ფალავანთა შერკინებას, ნამდვილ სახალხო დღესასწაულს იხილავს, მაგრამ ტაძრის ეზოში მხოლოდ ღამენათევი და ნამთვრალევი ხალხი დახვდება. რელიგიურ დღესასწაულს ძველი მნიშვნელობა დაუკარგავს და უბრალო ღრეობად ქცეულა. იმედგაცრუებული გურამი ცხენს გაიტაცებს და ჭენებით ბრბოში შევარდება, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით შეძლებს მოქეიფეთა გამოფხიზლებას.


გადაღებულია გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით