განთიადი

კინონოველა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 795 მეტრი, 29 წუთი

გამოშვების წელი: 1960

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი , ალექსანდრე გალპერინი
მონაწილეობენ: გიული ჭოხონელიძე (გიორგი) , ვიტოლდ იანპავლისი (ჰანსი) , ირინე მაღალაშვილი (ტურისტი)

მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე დაჭრილი საბჭოთა მეომარი გიორგი გერმანელ ჯარისკაცს ჰანსს ტყვედ ჩაიგდებს, მაგრამ გერმანელი აფეთქებით ისარგებლებს და გაქცევას მოახერხებს. ომის დამთავრების შემდეგ ჰანსი გეოლოგების ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ერთ-ერთი მარშრუტის გავლისას გიორგი დაღუპვისგან იხსნის ჩამოწოლილ ზვავში მოხვედრილ ძველ მტერს, ჰანსს.