ზვიგენის კბილი

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1967 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1959 , პრემიერა: 20.06.1960

 

დამდგმელი რეჟისორი: შალვა გედევანიშვილი
სცენარის ავტორი: ოთარ ჩიჯავაძე
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი , ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვარი: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი , ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი , ა. კაზანსკი

ღარიბი ძმები ალი და ჰუსეინი ოჯახს ზღვის ღრუბლის მოპოვებით არჩენენ. ერთხელ, ღია ზღვაში გასულებს, თავს ზვიგენი დაესხმება. ალი ზვიგენს მოკლავს, მაგრამ უფროსი ძმის გადარჩენას ვერ შეძლებს. ოჯახზე ზრუნვას ახლა უკვე მარტო განაგრძობს. ალის სწამს, რომ დავაჟკაცდება და დუხჭირ ცხოვრებას თავს დააღწევს.


გადაღებულია ოთარ ჩიჯავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით