ორი ოკეანის საიდუმლოება

მთავარი icon ფილმები  icon ორი ოკეანის საიდუმლოება

ორი ოკეანის საიდუმლოება

ფანტასტიური / სათავგადასავლო  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 17 ნაწილი, 4713 მეტრი, 170 წუთი

გამოშვების წელი: 1956 , პრემიერა: 20.03.1957

 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორი: ვლადიმერ ალექსეევი , ნიკოლოზ როშკოვი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე , ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი
მონაწილეობენ: სერგეი სტოლიაროვი (ვორონცოვი–წყალქვეშა ნავის უფროსი) , იგორ ვლადიმიროვი (სკვორეშნია–ზემდეგი) , სერგეი გოლოვანოვი (გორელოვი–ინჟინერ–მექანიკოსი) , პეტრე სობოლევსკი (დრუჟინინი–ნავის უფროსის მოადგილე) , ვახტანგ ნინუა (ლორთქიფანიძე–იხტიოლოგი) , სერგეი კომაროვი (პროფ.ოკეანოლოგი) , ანტონინა მაქსიმოვა (ბისტრიხი–ექიმი) , ლეონიდ პიროგოვი (ბისტრიხი–ცირკის დირექტორი) , ტ. დობროტვორსკი (ბაზოვი–პოლკოვნიკი) , პავლე ლუსპეკაევი (კარცევი–ლეიტენანტი) , მიხეილ გლუზსკი (ივაშევი–მუსიკოსი) , ირინა პრეისი (სიდორინა–სასტუმროს ადმინ.) , იგორ ბრისტოლი (პავლიკი) , დანიელ სლავინი , მიხეილ მინეევი , ირინე მაღალაშვილი (რადისტი) , ყარამან (გუგული) მგელაძე , იგორ ბალა (მიხაიალი)

ატლანტიკის ოკეანეში საიდუმლო ვითარებაში იღუპება საბჭოთა თბომავალი "არქტიკა", ამავე დროს წყნარ ოკეანეში იღუპება ფრანგული გემი "ვიქტორია". გემების დაღუპვის მიზეზების გამოსაკვლევად ლენინგრადიდან ექსპედიციაში მიდის წყალქვეშა ნავი "პიონერი". ეკიპაჟის შემადგენლობაში შეპარული ჯაშუში ცდილობს ხელი შეუშალოს ექსპედიციას დაღუპული გემების საიდუმლოს გახსნაში. ჩაძირული გემის გამოსაკვლევად წყალქვეშა ნავით ოკეანის ფსკერზე ინჟინერი გორელოვი და ზემდეგი სკვორეშნია ჩაეშვებიან. ამავე დროს ოკეანეში ეშვება იხტიოლოგ ლორთქიფანიძის ბატისფერო. გორელოვი ჯაშუში აღმოჩნდება, ის სკვორეშნიას თავიდან მოშორებას ცდილობს, მაგრამ ლორთქიფანიძის დახმარებით სკვორეშნია გადარჩება და ჯაშუშს შეიპყრობს. ექსპედიცია კუნძულზე მაგნიტური ნაღმების მიწისქვეშა ქარხანას აღმოაჩენს.


გადაღებულია გიორგი ადამოვის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით