გაზაფხული საკენში

 

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2535 მეტრი, 92 წუთი

გამოშვების წელი: 1950 , პრემიერა: 16.01.1951

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი , დავით კანდელაკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი , ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ქართული სოფლის ცხოვრებას ასახავს. საკენში ბრიგადირად დანიშნულ კესოუ მირბას მაღალმთიანი სოფლის მწირ მიწაზე სიმინდის უხვი მოსავლის მიღება უნდა, დარწმუნებულია, რომ აქ ძვირფასი მინერალური სასუქი მოიპოვება. კესოუს გეგმებს რამდენიმე გლეხი ეწინააღმდეგება, რომლებსაც ცხოვრების ძველი წესის შეცვლა არ სურთ. ერთი მათგანი ლაბორატორიაში გასაგზავნი მიწის ნიმუშებს შეცვლის. კესოუს შეყვარებული კამა სიყალბეს აღმოაჩენს და თაღლითებს ამხელს. საკენში ფოსფატების საბადოს დამუშავება დაიწყება.


გადაღებულია გიორგი გულიას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით