კოლხეთის ჩირაღდნები

მთავარი icon ფილმები  icon კოლხეთის ჩირაღდნები

კოლხეთის ჩირაღდნები

დრამა  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2009 მეტრი, 73 წუთი

გამოშვების წელი: 1940 , პრემიერა: 1941

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: გრიგოლ ჩიქოვანი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: შალვა მამალაძე , ბორის რომანოვსკი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (ნანი) , მედეა ჯაფარიძე (ძაბული) , სპარტაკ ბაღაშვილი (ტარასი) , გიორგი შავგულიძე (არჩილი) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მანჩა) , დიმიტრი მჟავია (კოლხიდმშენის უფროსი) , გიორგი ბასილაია (ვარლამი) , შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (ნესტორი–კოლმეურნეობის თავ–რე) , გიორგი ჩახავა (პავლე–მნე) , გიორგი ისაკოვი (ანდრეი ანდრეევიჩი ნიუნინი–დაზღ–ის აგენტი) , ოლღა ლეჟავა (ვარლამის დედა) , შალვა ხოფერია (ტარიელი) , ვახტანგ ნინუა (კოსტა) , ნიკოლოზ კაჭარავა (ტექნიკოსი) , ვალერიან თოფურია (ტექნიკოსი) , ვასილ ბალანჩივაძე , ეთერ ბეჟუაშვილი , ალექსანდრე ალაზნისპირელი

კოლხეთის დაბლობზე ჭაობების ამოსაშრობად დიდი მშენებლობა მიმდინარეობს. ადიდებული რიონი ჯებირებს გაარღვევს და მშენებლობას წალეკვით დაემუქრება. ხელმძღვანელთა შორის წარმოშობილ უთანხმოებას და პირად წყენას საქმისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი სძლევს – სტიქიასთან საბრძოლველად ყველა ერთად გამოვა. ნაჭაობარ მიწაზე ახალი სახლები გაშენდება.