ფილმი გადაღებულია ეტელ ლილიან ვოინიჩის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
მე-19 საუკუნის 30-იანი წლების იტალიაში არავინ იცის, რომ საქვეყნოდ ცნობილი რევოლუციონერი არტური კარდინალ მონტანელის უკანონო შვილია. ღვთისმოშიში ახალგაზრდა აღსარების დროს სულიერ მოძღვარს სიმართლეს გაუმხელს: ის ფარული ორგანიზაციის წევრია! მას შემდეგ, რაც მოძღვარი ახალგაზრდას დააბეზღებს, ორგანიზაციის წევრებს აპატიმრებენ, ხოლო არტური ყველასთვის მოღალატედ იქცევა. წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული არტური, იგივე „კრაზანა“, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ხდება და სიცოცხლეს გმირულად ასრულებს.
ჩამოტანის წელი 2019. აღგენის წელი 2020. (ინტერტიტრი -ქართ. სუბტიტრი-ინგლ) აღდგენილია ეროვნულ არქივში