თუშეთში ბედნიერად ცხოვრობს მდიდარი გლეხი ერისტო ქლიშვილთან და ახალგაზრდა ცოლთან ერთად, თუმცა არ იცის, რომ ორივე ქალს მისი მოჯამაგირე, მწყემსი ჯამრული უყვარს. ქალები მოუთმენლად ელიან ქალაქიდან ჯამრულის დაბრუნებას, სადაც ის მეცხოველეობის კურსებზე სწავლობს. სოფელში დაბრუნებული მოჯამაგირე ბატონს აღარ ემორჩილება, ღარიბებს კოლმეურნეობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს და, ერისტოს სურვილის წინააღმდეგ, მის ქალიშვილს ირთავს ცოლად. ერისტო ბედს ურიგდება და კოლმეურნეობაში მიღებას ითხოვს.