ფილმი გადაღებულია შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ინგლისის კოლონიაში ევროპიდან ჩამოსულ ექიმს დახმარებისთვის მაღალი წრის ქალბატონი მიმართავს. ექიმი აბორტის გაკეთების სანაცვლოდ ქალს მასთან ურთიერთობას შესთავაზებს. შეურაცხყოფილი ქალი თავად გადაწყვეტს უკანონოდ ჩასახული ნაყოფის მოცილებას, რაც ფატალური შედეგით სრულდება. გარდაცვლილი ქალის ქმარი, სიმართლის დასადგენად, ევროპაში აპირებს მეუღლის ცხედრის გაგზავნას. სასოწარკვეთილი ექიმი, ქალის ღირსების დასაცავად გემიდან კუბოს განზრახ გადააგდებს, თვითონ კი ზღვაში დაიხრჩობს თავს.
ჩამოტანის წელი 2017. აღდგენის წელი 2019. (ინტერტიტრი -ქართ. სუბტიტრი-ინგლ) აღდგენილია ეროვნულ არქივში