გორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაობლებულ გოგის სადგურის უფროსი შეიფარებს. გოგი ნანგრევებში მეგობარ კიკოს იპოვის და მას გადაარჩენს. კიკოს სამკურნალოდ თბილისში გზავნიან, მაგრამ გოგის მასზე დარდი არ ასვენებს და კიკოსთან, თბილისში ჩადის. დედაქალაქში ბიჭი ფეხსაცმელების წმენდით ირჩენს თავს და უხელოდ დარჩენილ კიკოს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებს. რევოლუციის შემდეგ უსახლკაროდ და ობლად დარჩენილი ბავშვები სამხატვრო სტუდიაში იწყებენ სწავლას.
ჩამოტანის წელი 2007.აღდგენის წელი 2020 (ინტერტიტრი ქართ. სუბტიტრი-ინგლ) აღდგენილია ეროვნულ არქივში