დაიბადა 1973 წლის 10 დეკემბერს თელავში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). მისი სადიპლომო ნამუშევარი ფილმი "დილის რომანსი" არის ორი გრან–პრის მფლობელი (სტრასბურგი და თურქეთი) და 11 საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი.
1997-2003 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი).
2003-2005 წლებში გერმანიაში თანამშრომლობს ფირმასთან "ვარშტაინერი", მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი "Jambo Kenia!" და მუსიკალური კლიპები.
2003 წელს დაარსა ქართულ–გერმანული სტუდია "აკრობატი".
ამჟამად ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში. მუშაობს კინოსტუდია „სანგუკო"–ში.
1998 წლიდან არის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.