დოკუმენტურ ფილმში ასახულია ქართული ხალხური ცეკვის საბავშვო სტუდიის მუშაობა, რომელშიც 5-დან 14 წლამდე ბავშვები სწავლობენ. სტუდიამ განახორციელა ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე აგებული უნიკალური შოუ-პროგრამა, რომელიც არაერთხელ იქნა წარმოდგენილი დიდი წარმატებით.