ფილმი მოგვითხრობს როკმუსიკოსი ბიჭისა და დირიჟორი მამის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. მამა შეიტყობს, რომ საყვარელი შვილთან ღალატობს და კლავს ქალს. მკვლელობის სცენას შვილი შორიდან ადევნებს თვალს, რასაც მამა ვერ ამჩნევს. იმ დროს, როცა ბიჭი მიტოვებული გვამის მოცილებას ცდილობს, მას უცხო ადამიანი დაინახავს და პოლიციას შეატყობინებს.