დაიბადა 1960 წლის 23 ოქტომბერს. ქ. ზესტაფონში. 1977 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის მე-4 საშუალო სკოლა. 1981 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი (დოდო ალექსიძის ჯგუფი). 1981-1984 წლებში იყო ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1984-1986 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის, გადაცემა “თბილისი და თბილისელები“-ს კორესპოდენტი. 1986-2004 წლებში სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 2004-2009 წლებში თბილისის აზერბაიჯანული თეატრის დასის მმართველი. 2011 წლიდან არის ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.