დაიბადა 1982 წლის 15 აპრილს ქალაქ თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 გერმანული გიმნაზია. 2000-2001 წლებში სწავლობდა აშშ-ში ფერწერას. 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე. 2007 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.