60–იანი წლების საქართველოში პოპულარული მუსიკის შემსრულებელს ორი პერსპექტივა ჰქონდა: საერთო–სახალხო სიყვარეული სამშობლოში და საერთაშორისო აღიარება. თუ პირველისთვის ნიჭი საკმარისი პირობა იყო, მეორისთვის–მხოლოდ აუცილებელი. ამ შემთხვევაში უნდა გაგეთვალისწინებინა ის ფაქტორი, რომ საქართველო საბჭოთა იმპერიის ერთ–ერთი პროვინცია იყო. ეს კი იმას ნიშნავდა საზღვარგარეთ ფესტივალებზე მოხვედრის შანსი ძალიან მცირე გქონდა.