ფილმში ერთი ოჯახის ფონზე ნაჩვენებია 90–იანი წლების საქართველოს პოლიტიკური და სოციალური კრიზისი. ფილმის გმირები მტკივნეულად განიცდიან ცხოვრებისეულ კატაკლიზმებს, მაგრამ ინარჩუნებენ ადამიანურ ღირსებებსა და ზნეობას, რასაც ემყარება ტრადიციული ქართული ოჯახი.