დაიბადა 1949 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიური ფაკულტეტი, ხოლო 1985 წელს – საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი. 1966–75 წლებში მუშაობდა სხვადასხვა წარმოებებში. 1975 წლიდან ტელევიზიაში მექანიკოსად. 1977-95 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“, ჯერ კინოოპერატორის ასისტენტად, შემდეგ 1990-წლიდან კინოოპერატორად.