გიორგის შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახური აირიდოს, მაგრამ მშობლების გაუთავებელი კონფლიქტისა და ოჯახური პრობლემებისგან თავის დასაღწევად ჯარში წასვლას ამჯობინებს. ჯარი მისთვის ცხოვრების შეცნობის მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა. შინაგანად გაუწონასწორებელი ახალგაზრდა ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბდება.