ფილმი ყოველდღიურ ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ერთი თბილისური ოჯახის ცხოვრებას ასახავს. ქეთის დისერტაციის დაცვა კარზე აქვს მომდგარი, პირადი ცხოვრებისა და ოჯახისთვის ვერ იცლის, მისი ქმარიც მუდამ სამსახურის საქმეებით არის დაკავებული. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ხანდაზმული რუსო ჩიტივით გაფრენილ ცხოვრებას მისტირის. უფროსების ფაცი-ფუცის ჩუმი დამკვირვებლები და შემფასებლები ბავშვები არიან.