ფილმი ეძღვნება ცნობილ ქართველ კინორეჟისორს თენგიზ აბულაძეს. თენგიზ აბულაძემ შვიდი ფილმი გადაიღო, მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას ბოლო ფილმმა "მონანიებამ" მოუტანა, რომელიც მან 1984 წელს გადაიღო და რომელსაც "პერესტროიკის მერცხალი" უწოდეს. ფილმის წამყვანი და რეჟისორია აბულაძის მოწაფე ნანა ჯანელიძე, რომელიც შემდგომ "მონანიების" ავტორიც გახდა. მის თხრობაში ჩანს მთელი ეპოქა, რომელმაც ჩამოაყალიბა აბულაძე, როგორც შემოქმედი, აგრეთვე ის მძიმე წლები, რომელიც გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის გზაზე.