ფილმი ეძღვნება გამოჩენილი ვიოლონჩელისტის მსტისლავ როსტროპოვიჩის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას იაპონიაში 2002 წელს. 75 წლის მაესტრომ გადაწყვიტა უკანასკნელად შეესრულებინა რიხარდ შტრაუსის სიმფონიური პოემა "დონ-კიხოტი" და საბოლოოდ გამოთხოვებოდა თავის საყვარელ გმირს, ლამანჩელ იდალგოს.
ფილმი ორი ნაწილისგან შედგება.
პირველ ნაწილში ასახულია მასტერ-კლასი, სადაც მაესტრო როსტროპოვიჩი ემოციურად წარმოგვიდგენს, როგორ ცოცხლდება სიმფონიურ პოემაში სერვანტესის უკვდავი თხზულება.
ფილმის მეორე ნაწილი ეთმობა კონცერტს, რომელსაც სეიჯი ოძავა დირიჟორობს.