ფილმში ასახულია ფრანგი იუველირის ჟან შარდენის მოგზაურობა საქართველოში. შარდენი პარიზიდან ისპაჰანში მიემგზავრებოდა და თან მიჰქონდა ძვირფასი საიუვილერო ნაწარმი, რომელიც სპარსეთის შაჰმა აბას I I-მ შეუკვეთა. ევროპელმა მოგზაურმა ამიერკავკასიაზე გამავალი მარშრუტით ისარგებლა. შარდენი 1672 წლის 10 სექტემბერს ზღვით სამეგრელოში ჩავიდა. დასახული გეგმით მას საქართველო რამდენიმე დღეში უნდა გაევლო, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ხუთი თვე მოუწია აქ დარჩენა და თავს მრავალი ხიფათიც გადახდა.