დაიბადა 1964 წლის 21 აგვისტოს ქ. თბილისში. 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991 წელს მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის, ასპირანტურა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 1991 – 1992 წ.წ. იყო ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება"–ს, პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე. 1992 – 1995 წ.წ. საქ. ტელე-რადიო კორპორაცია, პროგრამა "ალიონის" კორესპონდენტი, 1992 – დღემდე არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; პედაგოგიურ-კვლევითი ლაბორატორიის გამგე, 2002 – 2005 წ.წ. საქტელერადიომაუწყებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის "დღის ბოლოს", მთავარი პროდუსერი;საინფორმაციო პროგრამების გაერთიანება "მოამბე"-ს გენერალური პროდუსერი, საქტელერადიომაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, "I არხის", შემოქმედებითი გაერთიანება "დღე"-ს (პროგრამები: "ადრე" და "სარჩევი") გენერალური პროდიუსერი. 2005-2006წ. მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2006 წლიდან ქართულ-ინგლისური ჟურნალ "Free time Colour" –ს მთავარი რედაქტორი. 2007წ.-2008 წ.წ. ტელეკომპანია "მზეს" საინფორმაციო სამსახური. პროგრამის "მზერა-კულტურა", პროდიუსერი. საქართველოს ივ.ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. პოლიტიკურ და სოცილაურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი, შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. თეატრის მოღვაწეთა კავშირის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2002).