ცოლ-ქმარი ჟიგალოვები ჩინოვნიკ აპლომბოვისგან კატეგორიულად მოითხოვენ მათ ქალიშვილზე, დაშაზე დაქორწინებას, რომელსაც მთელი ზაფხული არშიყით თავ-გზას ურევდა. აპლომბოვი იძულებული ხდება დათანხმდეს, მაგრამ სასიმამროს პირობას უყენებს, ქორწილში გენერალი დაპატიჟოს. კარგად რომ შეზარხოშდება, გენერალი მისი სტუმრობით აღფრთოვანებულ მექორწილეებს გამოუტყდება, რომ სინამდვილეში გენერალი კი არა, სასიმამროს მიერ დაქირავებული გადამდგარი კაპიტანია. ცრუ გენერალს გააძევებენ, მოტყუებული სასიძო და მექორწილეები კი უგონოდ გამოთვრებიან.