დაიბადა ქ. იუხნოვეში (კალუგის ოლქი) 1902 წლის 2 ნოემბერს. 1924 წლიდან მოღვაწეობს მოსკოვის სამხატვრო თეატრში მსახიობად და რეჟისორად. 1937-41 წ.წ. იყო ციგნების თეატრის ”რომენის” სამხატვრო ხელმძღვანელი, 1950-63 წ.წ. კ. სტანისლავსკის სახ. მოსკოვის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1975). სსრკ-ს სახალხო არტისტი (1955).