ყოფილი მუშა, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე რუსი ჯარისკაცი გიორგი ფრონტზე წასვლამდე ღვთისმოსავი ადამიანი იყო. ომის გამოცდილებამ ჯარისკაცთა სრულ უუფლებობაში დაარწმუნა, მიხვდა ომის უაზრობას. დაინახა, რომ უდანაშაულო ადამიანები ოფიცრებისა და მღვდლების ნებას ეწირებოდნენ. გიორგიმ ღვთისმსახურების პატივისცემა დაკარგა და რელიგია დაგმო.