დაიბადა 1926 წლის 24 მაისს თბილისში. 1947 წელს დაამთავრა "თბილისის კინოსტუდიასთან" არსებული კინომსახიობთა სკოლა, 1951–1955 წლებში სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1951 წლიდან რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ფილმებზე: "მწვერვალთა დამპყრობნი", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ჭრიჭინა", " ბაში–აჩუკი", "მანანა", "ორი ოჯახი". 1964 წელს დადგა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბიჭი და ძაღლი". 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველს სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1976 წლიდან – ამავე ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგია. ავტორია წიგნისა ”ქართველთა მძიმე ხვედრი” (1992) და პუბლიცისტური სტატიების ხელოვნების ნიმუშების შესახებ. აქვეყნებს პუბლიცისტურ წერილებს პერიოდულ გამოცემებში.

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

სცენარის ავტორია ფილმების: