გია ქუჩაში უპატრონო ძაღლს იპოვის და შინ წაიყვანს. უკმაყოფილო მეზობლების, უბნის ბიჭების და სანიტარული ინსპექციის თანამშრომლის, მუკოს რისხვას რომ გადაარჩინოს, გია ძაღლის რეგისტრაციაში გატარებას მოახერხებს. ერთ დღეს შინ დაბრუნებულს ძაღლი აღარ დახვდება. იგი მუკოს წაუყვანია. მეზობლის ბიჭებს სინდისი შეაწუხებს და გიას ძაღლის მოძებნაში დაეხმარებიან.