გიგა აგლაძე

12/10/1974

გიგა აგლაძე დაიბადა 1974 წლის 12 ოქტომბერს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2005 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო–ტელე რეჟისურის ფაკულტეტი (რეზო ჩხეიძის და დავით ნაცვლიშვილის სახელოსნო). გიგას დიდი გამოცდილება აქვს, როგორც სარეკლამო ასევე მუსიკალური კლიპების შექმნაში. მან თავისი კარიერის განმავლობაში თითქმის 100 ვიდეოზე იმუშავა. ის არის კინოკომპანია Grusin Production და AG Production დამფუძნებელი. 2017 წელს გიგა გახდა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ადგილობრივი პარტნიორი. მათ დააარსეს დევიდ ლინჩის ფონდი კავკასია (DLFC) საქართველოში, რეჟისორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომელიც ხელს უწყობს კინემატოგრაფიული ინსტიტუტისა და კინოპროექტების გაძლიერებას საქართველოსა და ჰოლივუდს შორის. გიგა აგლაძეს ფილმოგრაფიაში შედის რამდენიმე ცნობილი დოკუმენტური ფილმი. „ალანი“ (2016) ლეგენდარულ ალან რიკმანის შესახებ; „ჰენესი, რვა თაობა“ (2016). მან დათო ტურაშვილთან ერთად გადაიღო ტრილოგიური დოკუმენტური ფილმი პარიზში მცხოვრები ცნობილი ქართველი მხატვარ ემიგრანტების შესახებ. ასევე გიგამ იმუშავა ორ მოკლემეტრაჟიან ფილმზე "რკინის ფარდა" (2013) და "ჰენრი" (2016). 2019 წელს მან გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “სხვა მე”, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩია, მთავარ როლებს კი ასრულებენ ჯიმ სტარჯესი და ანდრეა პეჟიკი. 2020 წელს გიგამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “მაისის 47-ე დღე”.

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:

კომპოზიტორია ფილმების:

პროდიუსერია ფილმების: