მონიკა და დევიდი ათი წელია ერთად ცხოვრობენ. მართალია ბავშვი არა ჰყავთ, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან. ერთ დღეს მონიკა დღიურის წერას იწყებს და საკუთარ თავს ეკითხება, თუ რატომ აკეთებს ამას. მას ხომ დღიური არასოდეს უწარმოებია. მის ცხოვრებაში რაღაც ხდება – მან შეიძლება დაკარგოს ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.