სიუჟეტი 2013 წელს საქართველო/რუსეთის საზღვარზე ვითარდება და რეალურ მოვლენებს ასახავს. ქართველი მესაზღვრე ჯულიეტა (ია სუხიტაშვილი) და რუსი მესაზღვრე ბრუტუსი (ვასილ გაბაშვილი) ერთმანეთს საზღვარზე მორიგეობისას გაიცნობენ და მათ შორის სიმპატიები იბადება. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ბრუტუსი ქართველ გოგონას პაემანზე დაპატიჟებს.