დაიბადა 1934 წლის 22 სექტემბერს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილება, 1967 წელს – მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობს სატელევიზიო სტუდიაში ფილმების რეჟისორად. 1976–1978 წლებში იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

ფილმოგრაფია