ნინო საკანდელიძე

08/08/1930

დაიბადა 1930 წლის 8 აგვისტოს, ვანის რაიონის სოფ. ზედავანში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957-1959 წლების თეატრალურ დათვალიერებაზე დაჯილდოვდა ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის საპატიო სიგელებით. აჭარის დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1987). 2003 წელს მიენიჭა მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2005 წელს პროფესორის წოდება. 2008 წელს იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია. ბათუმის საპატიო მოქალაქე (2010).

ფილმოგრაფია