კაცი საელჩოდან

დრამა  

სტუდია ”სანგუკო”  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 0 მეტრი, 98 წუთი

გამოშვების წელი: 2006

 

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
სცენარის ავტორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე , ზაზა რუსაძე
დამდგმელი ოპერატორი: ბენედიქტ ნოიენფელზი
დამდგმელი მხატვარი: ვაჟა ჯალაღანია , ალექსანდრე შერერი
მონტაჟი: კატია დრინგენბერგი
პროდიუსერი: გურამ (გუკა) რჩეულიშვილი , კრისტინე რუპერტი
ფესტივალები და პრიზები:
2006

ბურგჰარტ კლაუსნერი – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ლოკარნოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალი

2007

საუკეთესო სცენარი, საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, მარდე პლატა, არგენტინა

ჰერბერტ ნოიმანი ფინანსურ მრჩევლად მუშაობს გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. საელჩოს თანამშრომელ ნანასთანაც კი, რომელთანაც ფარული რომანი აქვს, ვერ აღწევს თავს აუტანელ მარტოობას. ჰერბერტის მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როცა ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობოა ნამდვილ მეგობრობად გადაიქცევა. თუმცა საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება.