ხვეული კიბით

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 0 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 2001

 

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ თავაძე
სცენარის ავტორი: მერაბ თავაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია , გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი , ოთარ ვეფხვაძე , ია გიგოშვილი
კომპოზიტორი: გივი გაჩეჩილაძე , პაატა გოძიაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გაიოზ კიკნაძე , ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
პროდიუსერი: გრიგოლ ქანთარია , პანტიკო თორდია
ფესტივალები და პრიზები:
2005

პრიზი საუკეთესო გამოსახულებისათვისა და ოპერატორული ნამუშევრისათვის, დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი ”კინოშოკი”, ანაპა

სამოქალაქო ომში დაჭრილ ახალგაზრდას უცნობი ოჯახი შეიფარებს, ფეხზე დააყენებს, მაგრამ დაჭრილის მომხრეები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სახლს ააფეთქებენ. მას შემდეგ ახალგაზრდა კაცს ცოდვა გამუდმებით თან სდევს. ბედისწერა ისე ინებებს, რომ შეიპყრობენ და ჩაუდენელი დანაშაულისთვის წამებით მოკლავენ. მიცვალებულთათვის დაპირისპირება აღარ არსებობს. დაკრგული თაობის სულები მარადიულ სასუფეველში ხვეული კიბით ერთად ადიან.