კედელი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2052 მეტრი, 75 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაზა ბუაძე
სცენარის ავტორი: ზაზა ბუაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
კომპოზიტორი: დავით ტურიაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე

1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე, ბოლშევიკების მიერ დატყვევებული თავადი წამებისგან თავის დასაღწევად ჯალათებს აჯანყების ორგანიზატორთა თავშეყრის გამოგონილ ადგილს დაუსახელებს. მისთვის მოულოდნელად, ორგანიზატორებს სწორედ დასახელებულ ადგილზე მიაგნებენ და დააპატიმრებენ. ეს ფაქტი თავადს ცხოვრების მანძილზე მუდმივი ტანჯვის მიზეზად ექცევა.


გადაღებულია ჟან პოლ სარტრის ამავე სახელწოდების მოთხრობის მოტივების მიხედვით.