მეოთხე თვის პირველი დღე

მთავარი icon ფილმები  icon მეოთხე თვის პირველი დღე

მეოთხე თვის პირველი დღე

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 0 მეტრი, 15 წუთი

გამოშვების წელი: 2003

 

დამდგმელი რეჟისორი: გენო ცაავა
სცენარის ავტორი: გენო ცაავა
დამდგმელი ოპერატორი: ბადრი ბარქაია
დამდგმელი მხატვარი: გენო ცაავა
კომპოზიტორი: ვახტანგ ბერიკაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი იურიზიდეცკი , გიორგი ჭელიძე
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი
პროდიუსერი: გენო ცაავა

(საპირველაპრილო ტყუილი, რომელიც სიყვარულს ბადებს). გმირისათვის წარმოსახვა, განცდა – ერთადერთი გზაა ამ სამყაროდან სულიერ სამყაროში გაჭრისა. – ის თავის ოცნებაში – იდილიურ გარემოში წარმოიდგენს მშვენიერ გოგონას ვიოლინოთი ხელში, რომელსაც თითქოსდა თვითონ ყრუმუნჯი თხოვს გოგონას დაუკრას ვიოლინოზე. გაკვირვებული გოგონა მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ყრუმუნჯია, მაინც ასრულებს თხოვნას; დაუკრავს. გმირი მუსიკით აღფრთოვანებული გოგონას მიუძღვნის ლექსს – გოგონა – გაოგნებულ მდგომარეობაში ყრუ მუნჯის ჟესტიკულაციით არკვევს, რომ მის წინ ყრუმუნჯი არ ყოფილა, არამედ ყველაფერი ეს იყო ლამაზი ტყუილი, ორივე გახარებული ერთმანეთს ჩუქნიან სიცილს. პერსონაჟის მიზანი ტრანსცედენტურია – შეერთება გამთლიანება წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროსთან, ის წარმოსახვიდან ბრუნდება მატერიალურ სამყაროში, რომელიც სევდის მომგვრელია და იხსნება იმით, რომ არსებობს კონფლიქტი ამ ქვეყნად ჩვენს ცხოვრებასა და ტრანსცედენტურს შორის.