გარიგება

კომედია  

სტუდია "ასპიროზი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1641 მეტრი, 60 წუთი

გამოშვების წელი: 1993

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
სცენარის ავტორი: ნუნუ მატარაძე , ნათია გოგოჭური
დამდგმელი ოპერატორი: დავით გოგილაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დავით აფციაური
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: მარინა კოლხიდაშვილი
ფესტივალები და პრიზები:
1994

საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალის პრიზი "საუკეთესო სცენარისათვის" ნუნუ მატარაძესა და ნათია გოგოჭურს - მიუნჰენი (გერმანია)

კახელი ქალი მარო ქალაქში გაუთხოვარ, უზრუნველყოფილ ექიმ ქალს გაიცნობს და სარფიანი გარიგების იმედით საკუთარ ქმარს, მიხოს მასთან დროებით დაახლოებას აიძულებს. ანგარება მაროს ქმარს დააკარგვინებს. ექიმი ქალი მიხოს წესიერებასა და ნიჭს დაუფასებს და მასთან ერთად მშვენიერ ოჯახს შექმნის. მარო მწარედ ნანობს თავის საქციელს.


ფილმის სპონსორია სარედაქციო მთარგმნელობითი გაერთიანება "ნუკრი" დირექტორი არჩილ ნაცვლიშვილი