უცხო ფრინველი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 602 მეტრი, 22 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი
სცენარის ავტორი: პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: შარაბ ხოჭოლავა
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: მარგალიტა მარგველაშვილი

სოფლელი ბიჭისა და არდადეგებზე ჩამოსული გოგონას მეგობრობა სოფლის ყოჩს აღიზიანებს. საქმე ჩხუბამდე მიდის. გოგონას სასწრაფოდ აბრუნებენ თბილისში. ბიჭი სინანულით გაჰყურებს გზას, რადგან გოგონასათვის თავისი გამოქანდაკებული უცხო ფრინველის ჩუქება ვერ მოასწრო.