დაიბადა 1945 წლის 15 მაისს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი კინო-ტელე მხატვრის სპეციალობით. 1971-75 წ.წ. მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”. 1965 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში, ელენე ახვლედიანის მუზეუმში, თბილისის და მოსკოვის კულტურის სამინისტროს ფონდებში, რუსეთის, პოლონეთის, იაპონიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ჩეხეთის კერძო კოლექციებში.