ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში

მთავარი icon ფილმები  icon ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში

ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2010 მეტრი, 73 წუთი

გამოშვების წელი: 1990

 

დამდგმელი რეჟისორი: ირაკლი კვირიკაძე
სცენარის ავტორი: ირაკლი კვირიკაძე
დამდგმელი ოპერატორი: დენის ევსტეგნეევი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონაწილეობენ: რამაზ ჩხიკვაძე (ფიჩხაძე, სტალინის ორეული) , ჟანრი ლოლაშვილი (ილია ილიჩი) , ზურაბ ყიფშიძე (ისმაილოვი) , გრიგორის კარანტინაკის (კინოოპერატორი) , რამაზ გიორგობიანი (ლეიტენენტი (კგბ-ს)) , იოსებ (სოსო) ლაღიძე (მძღოლი) , ელენა კოსტინა (სონია)

სუკი ცდილობს საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის, იოსებ სტალინისა და ფაბრიკის მუშის გასაოცარი მსგავსება ბელადის ორეულის შესაქმნელად გამოიყენოს. მუშას სტალინის ჟესტიკულაციას, მანერებს, მეტყველებას ასწავლიან. ორეული როლს წარმატებით ასრულებს, მაგრამ დათქმული შეხვედრის წინა დღეს სტალინი კვდება. უფუნქციოდ დარჩენილი ორეული აღარავის აინტერესებს.